საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

12.11.2018

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი მანდატურობის მსურველ კანდიდატებს შეხვდა

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი  მანდატურობის მსურველ კანდიდატებს შეხვდა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი გელა გელაძე მანდატურობის მსურველ კანდიდატებს შეხვდა.  

აღსანიშნავია, რომ კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები გაივლიან მანდატურის მოსამზადებელ კურსებს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე  დამტკიცდა.

საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში  განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მანდატურის მოსამზადებელ კურსებს კანდიდატები შსს-ს აკადემიაში  ორი თვის განმავლობაში გაივლიან და შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები; მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში; კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა; დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; ოჯახში ძალადობა; ბულინგი; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; პირველადი სამედიცინო დახმარება; ფიზიკური მომზადება და ა.შ.  

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეული კანდიდატები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge