საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

19.12.2010

მანდატურები ინკლუზიურ სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ

სკოლის მანდატურებმა და პარლამენტის წევრებმა სამტრედიის №15 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლა-პანსიონი მოინახულეს და მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცეს. მანდატურებმა და სტუმრებმა მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს, საკუთარი შესაძლებლობები კი სიმღერითა და ლექსებით წარმოაჩინეს.

მანდატურების განცხადებით, მათი მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების,მასწავლბლებისა და იქ დასაქმებულ სხვა პირთა უსაფრთხობაზე.

სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან 16 წლამდე ასაკის 19 ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა მე-4-დან მე-9 კლასის ჩათვლით,საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის,გორის, ფოთის და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge