ახალი ამბები
27.11.2018
საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები მშობლებთან
![საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები მშობლებთან](http://mandaturi.gov.ge/image/cache/data/news/1555446513-cr-800x600.jpg)
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს მშობლებთან. შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს მშობლის და შვილის ეფექტურ ინტერაქციას, მათ შორის თანამშრომლური და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. მშობლები სწავლობენ აღზრდის ეფექტურ ტექნიკებს, ოჯახის დაცვითი მექანიზმების გაძლიერებას და პრობლემების დაძლევის სტრატეგიებს, ოჯახური კონფლიქტების გადაწყვეტას, ბავშვის პოზიტიურ ჩართვას ოჯახურ აქტივობებში, მშობლის მიერ ბავშვის ქცევის მართვის ჩვევების გაუმჯობესებას, ბავშვის ქცევითი და ემოციური პრობლემების გამოცნობასა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ ხერხებს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი