ახალი ამბები
ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს პროგრამას “ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია“.
N 130-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მიმდინარე წლის ბოლო ტრენინგი, სადაც სამიზნე ჯგუფს სკოლის მასწავლებლები და ფსიქოლოგები წარმოადგენდნენ. ტრენინგის მიზანია ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის პრევენცია, ამოცნობა და მასზე ეფექტური რეაგირება, ასევე, პრობლემის იდენტიფიცირების შემთხვევაში, ბავშვსა და მოზარდთან თერაპიული მუშაობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა. პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
✓ კომუნიკაციის ფსიქოლოგია;
✓ სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ქცევითი და ემოციური პრობლემები და მათზე რეაგირების ეფექტური სტრატეგიები;
✓ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების საბაზისო ნიშნები;
✓ დევიაციურ/დესტრუქციული ქცევის ამოცნობა, ჩამოყალიბების საფრთხე
და პრევენცია;
✓ ძალადობრივი ქცევის ამოცნობა, რეაგირება და პრევენცია.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი