საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

24.12.2018

მიხეილ ბატიაშვილი: განათლების რეფორმა წარმოუდგენელია "უსაფრთხო სკოლის" კონცეფციის გარეშე

მიხეილ ბატიაშვილი: განათლების რეფორმა წარმოუდგენელია "უსაფრთხო სკოლის" კონცეფციის გარეშე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, სამსახურეობრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის, 54 მანდატური მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა, ასევე, მანდატურის სამსახურის შვიდ თანამშრომელს.

სიგელები გადაეცათ მანდატურებს, რომლებმაც მოსწავლეების გადარჩენასა და მათი ჯანმრთელობისთვის საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ არაერთხელ დააყენეს. მინისტრმა დააჯილდოვა მანდატურები, რომლებიც მანდატურის სამსახურში მისი დაარსების პირველივე დღიდან მუშაობენ და ისინი, ვინც საკუთარ მოვალეობას გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლის სკოლებში ასრულებენ.

„განათლების რეფორმა წარმოუდგენელია "უსაფრთხო სკოლის" კონცეფციის გარეშე. დღეს დავაჯილდოვეთ მანდატურის სამსახურის წარმატებული თანამშრომლები და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ წახალისებას. მომავალი წლიდან მანდატურები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები, რაც უსაფრთხო სკოლის გარემოზე აისახება“- განაცხადა მინისტრმა.

მანდატურები ზრუნავენ, როგორც სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, ასევე, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. ისინი ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, პოზიტიური სასკოლო დისციპლინის ჩამოყალიბებას და ჯანსაღი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურთა ხელფასი 200 ლარით გაიზრდება, რაც მათი პროფესიული მოტივაციის ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მანდატურები დამატებით საქართველოს 130 საჯარო სკოლაში შევლენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge