ახალი ამბები
27.12.2018
მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თბილისის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სრულად გარემონტდა თერაპიის ოთახები, დერეფნები, მოსაცდელი დარბაზი. თერაპიის ოთახები აღიჭურვა ბავშვებისთვის საჭირო ინვენტარით.
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 2013 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, ცენტრში მომართვიანობა ყოველწლიურად იზრდება. ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობენ მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, მანდატურებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს.
ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების 8 ცენტრი ფუნქციონირებს (თბილისი - 2, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი).
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი