ახალი ამბები
მანდატურების კანდიდატებმა მომზადების კურსი შსს აკადემიაში გაიარეს
მანდატურობის კანდიდატების პირველმა ჯგუფმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, მანდატურის მომზადების განახლებული კურსი წარმატებით დაასრულა. შესაბამისი სერთიფიკატები მათ მანდატურის სამსახურისა და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელებმა გადასცეს.
მანდატურის მოსამზადებელ კურსს პოლიციის აკადემიაში კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები ორი თვის განმავლობაში გადიოდნენ. სწავლება ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა: ადამიანის უფლებები; მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში; კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა; დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; ოჯახში ძალადობა; ბულინგი; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; პირველადი სამედიცინო დახმარება; ფიზიკური მომზადება და სხვ.
კურსდამთავრებულები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების პოზიციაზე დასაქმდებიან.
მანდატურის მოსამზადებელი კურსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა.
საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, აღნიშნულ კურსს მანდატურობის ყველა კანდიდატი გაივლის.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი