საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

21.01.2019

მანდატურების კანდიდატებმა მომზადების კურსი შსს აკადემიაში გაიარეს

მანდატურების კანდიდატებმა მომზადების კურსი შსს აკადემიაში გაიარეს

მანდატურობის კანდიდატების პირველმა ჯგუფმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, მანდატურის მომზადების განახლებული კურსი წარმატებით დაასრულა. შესაბამისი სერთიფიკატები მათ მანდატურის სამსახურისა და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელებმა გადასცეს.

მანდატურის მოსამზადებელ კურსს პოლიციის აკადემიაში კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები ორი თვის განმავლობაში გადიოდნენ. სწავლება ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა: ადამიანის უფლებები; მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში; კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა; დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; ოჯახში ძალადობა; ბულინგი; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; პირველადი სამედიცინო დახმარება; ფიზიკური მომზადება და სხვ.

კურსდამთავრებულები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების პოზიციაზე დასაქმდებიან. 

მანდატურის მოსამზადებელი კურსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა.  

საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, აღნიშნულ კურსს მანდატურობის ყველა კანდიდატი გაივლის. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)