ახალი ამბები
ცნობილი სახეები ერთი დღით მანდატურები გახდნენ
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესული მანდატურები,ერთი სამუშაო დღით საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა შეცვალეს. რამდენიმე ჟურნალისტმა და პოპულარულმა ტელეწამყვანმა სურვილი გამოთქვა ერთი დღე სკოლაში მანდატურის ამპლუაში გაეტარებინათ და თავად გამოეცადათ რას აკეთებენ მანდატურები სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებულ სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დილის 9 საათიდან მოხალისე მანდატურთა სამკაციანი ჯგუფები ასე გადანაწილდნენ:
პირველ საჯარო სკოლაში -იმედის ჟურნალისტები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ლევან როსტოშვილი, ლაშა ხარაზიშვილი;
№53 საჯარო სკოლაში -რუსთავი 2-ის ცნობილი სახეები: ვანო ჯავახიშვილი, დუტა სხირტლაძე, დიკო ჯოჯუა;
№51 საჯარო სკოლაში -საზოგადოებრივი ტელევიზიიდან: ნინო თოლორდავა, ნიკა მოლოდინაშვილი, გია ჭანტურია;
პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში - რეგიონ ტვ-ეს ჟურნალისტები: თამუნა თუშური, მიშა ვარძელაშვილი,ავთო ტუღუში;
სკოლისა და ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში ამ უჩვეულო დღემ საინტერესოდ ჩაიარა, იყო სასიამოვნო კურიოზები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხალისე მანდატურების განცხადებით, საკმაოდ რთული და საინტერესოა მანდატურის საქმიანობა, ერთდროულად უნდა იყო მობილიზემული, დაკვირვებული, სამართლიანი, რჩევის მიცემაში კომპეტენტური,ასევე კარგი ფსიქოლოგი და დიპლომატი.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი