ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს შეხვდა
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ამავე სამსახურის ფსიქოლოგიური მომოსახურების ცენტრის ფსიქოლოგები, მანდატურები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები მონაწილეობდნენ. გელა გელაძემ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს, მშობლებსა და პედაგოგებს მანდატურის სამსახურში, საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მანდატურის სამსახურში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, მანდატურის სამსახური იყოს უფრო მეტად ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ თვისობრივად განსხვავებული მიდგომები. მანდატურის სამსახურში, ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ორ მიმართულებას - უსაფრთხოების კომპონენტს და არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს. სწორედ, ამ ორი უმნიშვნელოვანესი მექანიზმით, მანდატურის სამსახური წარმოადგენს ძალადობის პრევენციისა და რეაგირების საუკეთესო საშუალებას“, - აღნიშნა გელა გელაძემ.
მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მოზარდებს ბულინგის პრობლემის თაობაზე ესაუბრნენ და მასთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები განიხილეს. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო საინფორმაციო-შემეცნებითი ვიდეოკლიპი ბულინგის შესახებ.
შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი გააცნეს და უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მანდატურების, შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გაიმართა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი