საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

22.02.2019

განათლების რეფორმის სასკოლო მიმართულებაზე მასწავლებლებთან ერთად მსჯელობა გრძელდება

განათლების რეფორმის სასკოლო მიმართულებაზე მასწავლებლებთან ერთად მსჯელობა გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე და საგანმანათლებლო სამსახურის მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე რეგიონების სკოლების დირექტორებს და მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხს შეეხო, რომელიც სკოლას გააძლიერებს, მასწავლებლის და მოსწავლის მოტივაციას აამაღლებს, სასწავლო პროცესს საინტერესოს გახდის, სწავლების და უსაფრთხოების ხარისხს აამაღლებს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი მექანიზმებიც, რომელიც რეფორმის ფარგლებში შემუშავდება და დაინერგება იმისთვის, რომ მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ სასწავლო პროცესით, ხოლო მასწავლებლებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ პროფესიული განვითარებისთვის“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლების სისტემის რეფორმირება უნდა დაიწყოს სკოლიდან, რომელშიც კომპლექსურად უნდა იყვნენ ჩართულნი როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ დირექტორებს მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერების კუთხით სამსახურში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, მრჩეველთა საბჭოს შესახებ, რომელიც შეიქმნება სკოლაში და პასუხისმგებელი იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. საბჭოს უშუალო ფუნქცია იქნება სკოლაში ბულინგისა და ძალადობის პრევენცია.

სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრები განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს იმ თანმდევი ცვლილებების დაგეგმვას, რომელიც რეფორმას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge