ახალი ამბები
28.02.2019
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის განცხადება
მიმდინარე წლის 28 თებერვალს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მანდატურს შეატყობინეს მათი თანაკლასელი გოგონას მხრიდან შესაძლო სუიციდის მცდელობის შესახებ. კერძოდ, გოგონამ სატელეფონო შეტყობინებით თანაკლასელს აცნობა, რომ სკოლაში მისვლამდე, სუიციდის მიზნით, მედიკამენტები მიიღო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მოხდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მანდატურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, უმოკლეს დროში მოძებნა გოგონა, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა. ამჟამად, მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქმეში ასევე ჩაერთო მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. მოზარდთან მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები იმუშავებენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ვთხოვთ ყველა საინფორმაციო საშუალებას, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ აღნიშნული ფაქტის ინტერპრეტირებისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი