საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.03.2019

მანდატურის სამსახურის უფროსი რეგიონების მანდატურებთან შეხვედრებს აგრძელებს

მანდატურის სამსახურის უფროსი რეგიონების მანდატურებთან შეხვედრებს აგრძელებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში საჯარო სკოლების მანდატურებს შეხვდა და სამსახურში მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო.

მანდატურებთან სამუშაო შეხვედრის დროს, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა და ის მთლიანად არის ორინეტირებული უსაფრთხოებასა და პრევენციაზე.

დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

უსაფრთხოების წესი, მანდატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, ასევე არეგულირებს მანდატურის მიერ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის ადმინისტრირების წესს. სასკოლო დროს, ვიდეო-მეთვალყურეობა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სკოლის მეტ დაცულობას.

როგორც გელა გელაძემ მანდატურებთან სამუშაო შეხვედრების დროს აღნიშნა, მანდატურის სამსახური გაცილებით დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხდება, იგი ახალი მიდგომებით იმუშავებს და მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული, რათა უზრუნველყოს სასკოლო უსაფრთხოება.   

დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, წარმოდგენილია 458 სკოლაში, სადაც მოსწავლეთა 70 პროცენტი სწავლობს.  2019-2020 წლებში, მანდატურის სამსახურის მომსახურებით ისარგებლებს, დამატებით, 260 საჯარო სკოლა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge