საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

27.03.2019

მანდატურები და მართლწესრიგის ოფიცრები, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ

მანდატურები და მართლწესრიგის ოფიცრები, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ

მანდატურის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები, თბილისის საჯარო სკოლების მე-5-6 კლასების მოსწავლეებთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა „ქართული ხელნაწერი წიგნი“ და გაეცნენ VII-XVIII საუკუნეების უნიკალურ ექსპონატებს, მათ შორისაა, მეფე თამარის მიერ საგანგებოდ დაკვეთილი სახარება, აფხაზეთში, მოქვის მონასტერში გადაწერილი და ოქროთი შემკული მოქვის ოთხთავი და მეფეების – სოლომონ I-ისა და გიორგი XI-ის დაკვეთით გადაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ ნუსხები. ასევე, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ და გაეცნენ კომპიუტერულ პროგრამას „ჩემი შექმნილი წიგნი“.

კულტურულ-შემეცნებითი ტურის დასასრულს, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა მიზნად ისახავს მოზარდებში ცოდნის გაღრმავების და წიგნიერების პოპულარიზაციას, მანდატურებსა და მოსწავლეებს შორის მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების დამყარებას.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge