საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

26.12.2010

სკოლების მანდატურებმა სისხლი უანგაროდ ჩააბარეს

  სკოლების მანდატურებმა “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. საქცელმოქმედო აქციის ფარგლებში,ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა. მათ მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას მოხმარდება. ჩაბარებული სისხლით სარგებლობა მ. იაშვილის სახელობის კლინიკის პაციენტების გარდა ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს შეეძლება.

მანდატურების თქმით, მსგავს აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი მზად არიან ნებისმირ დროს მხარში დაუდგნენ მოზარდებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის,გორის, ფოთის და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურთა ვალია იზრუნონ სკოლის,მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge