საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

23.04.2019

მანდატურის სამსახურის უფროსმა მანდატურებს მადლობის სიგელები გადასცა

მანდატურის სამსახურის უფროსმა მანდატურებს მადლობის სიგელები გადასცა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე საქართველოს საჯარო სკოლების მანდატურებს შეხვდა და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

გელა გელაძემ თბილისისა და რეგიონების სკოლების 210 მანდატურს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმითა და სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებით გამოირჩევიან, მანდატურის სამსახურის იუბილესთან დაკავშირებით, მადლობის სიგელები გადასცა და წარმატება უსურვა.

როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე აღნიშნა, „მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური სულ უფრო ძლიერდება. ის გახდა უფრო მეტად ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი. დაინერგა ახალი მიდგომები, რამაც, სასკოლო უსაფრთხოების კუთხით, პოზიტიური შედეგები უკვე გამოიღო. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება. ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ ფაზაში, როდესაც უამრავი სიახლე უნდა დავნერგოთ და რაც მთავარია, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ უზრუნველვყოთ სასკოლო უსაფრთხოება“, - განაცხადა გელა გელაძემ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge