ახალი ამბები
„მანდატურის თასი - 2019“ კალათბურთში თბილისის 53-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა

თბილისში, ვერის პარკში, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, საკალათბურთო ტურნირის - „მანდატურის თასი - 2019 “ ფინალი გაიმართა.
ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 6 საჯარო სკოლა შეხვდა. ტურნირზე მესამე ადგილი თბილისის N47 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე თბილისის N23 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, 1 ადგილს და „მანდატურის თასს“ კი თბილისის N53 საჯარო სკოლა დაეუფლა.
საკალათბურთო ტურნირი მიმდინარე წლის 1 აპრილს დაიწყო. სულ ჩემპიონატზე თბილისის 24 საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირი „მანდატურის თასი“ ყოველწლიურად გაიმართება და მომავალში, საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებსაც მოიცავს.
ღონისძიების მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სპორტის პოპულარიზაციაა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი