ახალი ამბები
27.04.2019
მანდატურებმა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის აჭარისა და გურიის ცენტრის თანამშრომლები ბათუმში მცხოვრებ ცხრასულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ. ოჯახში შვიდი ბავშვია, მათგან ყველაზე უმცროსი რამდენიმე თვისაა, უმეტესობა კი სკოლაში დადის.
მანდატურებმა ბავშვებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს. აქცია თავად მანდატურების ინიციატივით გაიმართა.
მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი