ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰარმონიული, უსაფრთხო და ზრუნვაზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობისა და განმტკიცების მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოს საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო.
შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ბულინგის პრევენციის გრძელვადიანი თანმიმდევრული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება. პროექტი ასევე მოიცავს მოსწავლეებში სოციალიზაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, თანასწორგანმანათლებლობის სისტემის დანერგვას, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.
პროექტის ფარგლებში, მოხდება საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: პედაგოგები, ადმინისტრაცია, მშობლები, მოსწავლეები. პირველ ეტაპზე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური ცენტრის თანამშრომლების მიერ გადამზადდებიან სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია.
საპილოტე პროექტის განხორციელება მიმდინარე კვირას თბილისის N48 საჯარო სკოლაში დაიწყო. სასწავლო წლის ბოლომდე, პროექტში თბილისის N162, ბათუმის N8 და გორის N5 სკოლებიც ჩაერთვებიან.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი