საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

20.02.2019

შეხვედრა სკოლის დირექტორებთან

შეხვედრა სკოლის დირექტორებთან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააცნო და ყველა ის საკითხი განიხილა, რაც მოსწავლეთა სასწავლო პროცესში გააქტიურებას, არსებულ სასკოლო შეფასების სისტემას, სკოლისადმი საზოგადიების ნდობის ამაღლების მნიშვნელობას და სააღმზრდელო და სასწავლო მიმართულებით, მასწავლებელთა და ადმინისტრაციის მოტივაციის მნიშვნელობას უკავშირდება.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, სკოლის დირექტორებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს. ისაუბრეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები წლების განმავლობაში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო სკოლის აუცილებლობაზე, მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების აუცილებლობაზე.

ანალოგიური შეხვედრები, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე გაგრძელდება.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge