ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი უსაფრთხო სკოლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესთან ერთად, უსაფრთხო სკოლების მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენცია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ნორვეგიისა და ესპანეთის მთავრობების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ესპანეთის ქალაქ პალმა დე მალიორკაში იმართება.
საერთაშორისო კონფერენციაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.
კონფერენციაში მონაწილეობენ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ბორელი, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორე, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებზე, ასევე დასავლეთის ქვეყნების მთავრობების, ასევე, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი