ახალი ამბები
შსს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსი დაიწყო
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და შსს-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, შსს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატების ახალი ნაკადის მოსამზადებელი კურსი დაიწყო. კურსის ხანგრძლივობა 2 თვეს შეადგენს. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში მანდატურებად მუშაობას დაიწყებენ.
მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე აკადემიაში მანდატურობის კანდიდატებს შეხვდა და სასწავლო პროცესში წარმატება უსურვა.
ამ ეტაპზე, მოსამზადებელ კურსს კონკურსის წესით შერჩეული 75 კანდიდატი გაივლის. სხვა აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, ისინი ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს და კონფლიქტების მართვას შეისწავლიან, გაივლიან ფიზიკურ მომზადებას და დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებს დაეუფლებიან.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი