საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.06.2019

შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსი დაიწყო

შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსი დაიწყო

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და შსს-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატების ახალი ნაკადის მოსამზადებელი კურსი დაიწყო. კურსის ხანგრძლივობა 2 თვეს შეადგენს. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში მანდატურებად მუშაობას დაიწყებენ.

მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე აკადემიაში მანდატურობის კანდიდატებს შეხვდა და სასწავლო პროცესში წარმატება უსურვა.

ამ ეტაპზე, მოსამზადებელ კურსს კონკურსის წესით შერჩეული 75 კანდიდატი გაივლის. სხვა აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, ისინი ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს და კონფლიქტების მართვას შეისწავლიან, გაივლიან ფიზიკურ მომზადებას და დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებს დაეუფლებიან.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)