საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

11.06.2019

მანდატურის სამსახური პოლონელ ექსპერტებს მასპინძლობს

მანდატურის სამსახური პოლონელ ექსპერტებს მასპინძლობს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით და ევროკავშირის პროექტის ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ(EU-ACT) ფინანსური მხარდაჭერით, თბილისს პოლონეთის ნარკო-პრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკა და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ქშიშტოფ ოსტაჟევსკი ეწვივნენ. 4 დღიანი ვიზიტის განმავლობაში, ისინი სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან და არასრულწლოვნებთან მიმართებაში, საქართველოს ნარკო-პოლიტიკას გაეცნობიან.

ბოგუსლავა ბუკოვსკამ და კრისტოფ ოსტაჟევსკიმ დიდი წვილი შეიტანეს პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტინარკოტიკული კამპანიების განხორციელების პროცესში. შესაბამისად, მათი ექსპერტული გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და მონაწილეობას მიიღებენ მანდატურის სამსახურს ანტი-ნარკოტიკული კამპანიისა და მასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge