ახალი ამბები
13.06.2019
ბათუმში საკალათბურთო ტურნირის - „მანდატურის თასი - 2019“ ფინალი გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, ბათუმში, რეგიონული საკალათბურთო ტურნირის - „მანდატურის თასი - 2019“ ფინალური თამაში გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული ბათუმის N2 საჯარო სკოლა გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ერთქულიანი უპირატესობით სძლია ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას. მესამე ადგილს კი ბათუმის N1 საჯარო სკოლა დასჯერდა.
სულ ტურნირზე ბათუმის 12 საჯარო სკოლის საკალათბურთო გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირი „მანდატურის თასი“ ყოველწლიურად გაიმართება და როგორც დედაქალაქის, ისე საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებსაც მოიცავს.
ღონისძიების მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი