ახალი ამბები
პოლონელი ექსპერტები სკოლებში უსაფრთხოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე პოლონელ ექსპერტებს - პოლონეთის ნარკო-პრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკას და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ქშიშტოფ ოსტაჟევსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე სკოლებში უსაფრთხოებისა და ფსიქო-სოციალური კუთხით მუშაობის გაძლიერების საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო, ასევე, ანტი-ნარკოტიკულ კამპანიასა და მასთან დაკავშირებულ პრევენციული ღონისძიებებს, რომლებსაც მანდატურის სამსახური პოლონელი ექსპერტების ჩართულობით განახორციელებს.
პოლონელმა ექსპერტებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ განათლების სისტემური რეფორმის ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია.
პოლონელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი