საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

20.02.2020

მანდატურთა შესარჩევი კონკურსი

მანდატურთა შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: 

       

 

 

 

 

 

იმერეთი

·         ვანის მუნიციპალიტეტი

ქ. ვანი - 2 ვაკანსია;

 

·         ბაღდათის მუნიციპალიტეტი

სოფელი დიმი -2 ვაკანსია;

 

·         საჩხერის მუნიციპალიტეტი

სოფელი ჭალა -2 ვაკანსია;

სოფელი სარეკი -2 ვაკანსია;

სოფელი არგვეთი -2 ვაკანსია;

 

·         ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

სოფელი დილიკაური -2 ვაკანსია;

სოფელი მეორე სვირი -2 ვაკანსია;

სოფელი ქვედა საზანო -2 ვაკანსია;

ქ.ზესტაფონი -1 ვაკანსია;

 

·         წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

სოფელი ოფშკვითი -2 ვაკანსია;

 

·         თერჯოლის მუნიციპალიტეტი

სოფელი თუზა -2 ვაკანსია;

სოფელ ზედა საზანო-2 ვაკანსია;

 

რაჭა-ლეჩხუმი

·         ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ქ. ამბროლაური -2 ვაკანსია;

 

·         ონის მუნიციპალიტეტი

ქ. ონი -1 ვაკანსია;

 

სამეგრელო

·         ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

დაბა ჩხოროწყუ - 2 ვაკანსია;

ნაფიჩხოვოს თემი - 1 ვაკანსია;

 

·         ხობის მუნიციპალიტეტი

 სოფელი ჭალადიდი -1 ვაკანსია;

 სოფელი საჯიჯაო -2 ვაკანსია;

სოფელი შუა ხორგი -1 ვაკანსია;

    

 

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  •   საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან;
  •   ნასამართლობის არმქონეს;
  •   სრული ზოგადი განათლებით - პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  •   სახელმწიფო ენის მცოდნეს;
  •   სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

  •   სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არასკანირებული);
  •   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული საშუალო განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში - კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
  •   სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

  •  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  •  მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  •  მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
  •  მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
  •  იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.

საბუთების წარდგენა:

  •   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა ზემოთმითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge
  •   კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;
  •   მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე;
  •   მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე  მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.
  •   დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

 

  •   კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 

 2020 წლის 20 თებერვლიდან - 2020 წლის 29 თებერვლის  ჩათვლით;

კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს  სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;

 

განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

შენიშვნა: მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც შეირჩევიან მოსამზადებელი კურსების გასავლელად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  •   ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
  •   ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც წარმატებით გაივლიან მოსამზადებელ კურსებს, დანიშვნამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  •   რეზიუმე;
  •   2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
  •   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •   განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge