ახალი ამბები
27.06.2019
მანდატურის სამსახური უსაფრთხო სკოლის საერთაშორისო კონფენერციაში მონაწილეობს

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ-ის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკული მხარის მოწვევით, ქართული დელეგაცია უსაფრთხო სკოლის 29-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენციაზე სასწავლო გარემოში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.
უსაფრთხო სკოლის საერთაშორისო კონფერენცია აშშ-ის ტენესის შტატში, ქალაქ პიგეონ ფორჯში 23-დან 28 ივნისის ჩათვლით იმართება. ღონისძიებას აშშ-სა და სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ფსიქოლოგები, მანდატურები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებიან.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი