ახალი ამბები
აშშ-ის მანდატურთა ეროვნული ასოციაცია ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დელეგაციის წარმომადგენლები აშშ-ის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) პრეზიდენტს, ბილ უესტს და ამავე ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, მო კენედის შეხვდნენ.
შეხვედრებზე ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ამერიკულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში დაგეგმილ უსაფრთხო სკოლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.
მანდატურის სამსახურის დელეგაცია შეერთებულ შტატებში NASRO-ს მიწვევით იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები უსაფრთხო სკოლის 29-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენციაზე საფრთხის შეფასების, ასევე, სკოლის ადმინისტრაციასთან მანდატურების თანამშრომლობის ეფექტიანობის ხელშემწყობი პროგრამები განიხილეს და სასკოლო ინტერვენციის წარმატებულ მოდელებზე იმსჯელეს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი