საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

30.07.2019

მანდატურის სამსახური, სასკოლო მედიაციის თემაზე, ცნობილ ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობას იწყებს

მანდატურის სამსახური, სასკოლო მედიაციის თემაზე, ცნობილ ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობას იწყებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მოწვევით, თბილისს ღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარე თიმ ჩეფმენი ეწვია. მართლმსაჯულების სფეროს ცნობილი ევროპელი ექსპერტი სასკოლო მედიაციის თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა.

შეხვედრაში EU4Justice („ევროკავშირი სამართლისათვის“) პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ამავე სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები, მედიაციის ჯგუფის წევრები, მანდატურები და განათლების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე სასკოლო მედიაციის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და მოდელები განიხილეს და საქართველოს საჯარო სკოლებში მედიაციის განვითარების შესახებ კონცეპტუალურ ხედვებზე იმსჯელეს. 

უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სკოლებში მედიაციის კონცეფციასა და სტანდარტულ გეგმაზე მუშაობს, რომელიც, მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და მათ შორის მედიაციის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული.  

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერი პროექტის ხელშეწყობით გაიმართა.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge