ახალი ამბები
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს კონკურსს მანდატურების შერჩევის მიზნით
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
ქვემო ქართლი
-
დმანისის მუნიციპალიტეტი
ü სოფელი ირგანჩაი -1
-
მარნეულის მუნიციპალიტეტი
ü თაზაკენდი -1
ü წერეთელი -1
ü ქ. მარნეული -1
ü სადახლო -1
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ü ქ. თეთრიწყარო -1
-
წალკის მუნიციპალიტეტი
ü ქ. წალკა -2
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ü ქვემო ბოლნისი -1
ü ქ. ბოლნისი -1
აჭარა
-
ხულოს მუნიციპალიტეტი
ü დაბა ხულო -1
კახეთი
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ü მანავი -1
- ახმეტის მუნიციპალიტეტი
ü მატანი -1
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ü აფენი - 1
- გურჯაანის მუნიციპალტეტი
ü ბაკურციხე - 1
ü ჩუმლაყი - 1
სამცხე-ჯავახეთი
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ü ქ. ახალქალაქი -4
სამეგრელო
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ü დარჩელი -1
ü ნარაზენი -1
ü რუხი -1
-
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ü მუხური -1
მცხეთა-მთიანეთი
- მცხეთის მუნიციპალიტეტი
ü ძალისი -1
რაჭა-ლეჩხუმი
-
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ü ქ. ამბროლაური -1
შიდა ქართლი
-
გორის მუნიციპალიტეტი
ü ახალდაბა -1
ü ქვეშე -2
ü შავშვები - 1
ü სვენეთი -1
ü პატარა გარეჯვარი -2
-
კასპის მუნიციპალიტეტი
ü ახალქალაქი -2
ü ოკამი - 1
-
ქარელის მუნიციპალიტეტი
ü რუისი -2
ü საღოლაშენი -2
იმერეთი
-
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ü ნაბაკევი -2
- საჩხერის მუნიციპალიტეტი
ü კორბოული -2
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
ü საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
ü ნასამართლობის არმქონე;
ü სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
ü სახელმწიფო ენის მცოდნე;
ü სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ü სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
ü უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
ü ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული საშუალო განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში, კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
ü სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
ü კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ü მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
ü მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
ü მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
ü იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.
ü კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge
ü კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;
ü მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე;
ü მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე, მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.
ü დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
ü კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 26 აგვისტოდან - 2019 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით;
ü კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას, „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;
განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
შენიშვნა: მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც შეირჩევიან მოსამზადებელი კურსების გასავლელად, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ü ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
ü ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც წარმატებით გაივლიან მოსამზადებელ კურსებს, დანიშვნამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ü რეზიუმე;
ü 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი