საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

06.08.2019

მოქმედი მანდატურებისთვის გადამზადების სპეციალური დისტანციური კურსი შეიქმნა

მოქმედი მანდატურებისთვის გადამზადების სპეციალური დისტანციური კურსი შეიქმნა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, მოქმედი მანდატურებისთვის გადამზადების სპეციალური დისტანციური კურსი შეიქმნა. 1 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული სატრენინგო პორტალით 350 მოქმედი მანდატური გადამზადდა.  ელექტრონული პრეზენტაციებისა და ნარატიული მასალის შესწავლის შემდგომ, მანდატურებმა შსს აკადემიაში ტესტირება გაიარეს.

ტესტირებას მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე დაესწრო. აკადემიაში ის მანდატურობის  კანდიდატებსაც შეხვდა, რომლებიც ამჟამად მოსამზადებელ კურსს გადიან და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

მანდატურის სამსახურში მიმდინარე რეფორმის თანახმად, მანდატურობის კანდიდატთა მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა 3 კვირიდან 2 თვემდე გაიზარდა. უსაფრთხოების ახალი წესის შესაბამისად, შემუშავდა სასწავლო მოდულები და გაფართოვდა კურსის თემატიკა. განახლებული კურსის ფარგლებში, მანდატურობის კანდიდატები სწავლობენ ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტების მართვას და ეცნობიან სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალურ ინსტრუქტაჟს.

2021 წლის ბოლომდე, შსს აკადემიაში გადამზადდება ყველა ის მოქმედი - 1300 მანდატური, რომელსაც არ გაუვლია ახალი სასწავლო მოდული. გადამზადებას ისინი დისტანციური ელექტრონული პორტალის მეშვეობით გაივლიან. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge