საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

02.09.2019

სასწავლო წლის დასაწყისში, მანდატურის სამსახური დამატებით 41 საჯარო სკოლაში შევა

სასწავლო წლის დასაწყისში, მანდატურის სამსახური დამატებით 41 საჯარო სკოლაში შევა

მანდატურობის კანდიდატთა ახალმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა 2 თვიანი მოსამზადებელი კურსი შსს-ს აკადემიაში. ახალი სასწავლო წლიდან, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან.

109 ახალ თანამშრომელს მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე შეხვდა, მათ მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში, მანდატურის სამსახური დამატებით 41 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი: შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და რაჭაში. სულ, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, სასწავლო პროცესის დაწყებისას, საქართველოს მასშტაბით, 527 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

მიმდინარე წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახური კიდევ 61 საჯარო სკოლაში შევა. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge