საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

06.09.2019

მანდატურის სამსახურს, ქართული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩინეთის დელეგაცია ეწვია

მანდატურის სამსახურს, ქართული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩინეთის დელეგაცია ეწვია

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სამუშო ვიზიტით, ჩინეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანს, სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

დელეგაციის წევრები მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეს, ნინო შატბერაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაობის შესახებ იმსჯელეს. ნინო შატბერაშვილმა ჩინელ კოლეგებს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის საქმიანობისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სოციალური მუშაკების საქმიანობის სპეციფიკა და მიმართულებები გააცნო.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge