ახალი ამბები
მინისტრმა და პოლიციის აკადემიის რექტორმა მანდატურების მუშაობა შეაჯამეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სკოლის მანდატურის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს.
სკოლის მანდატურის ინსტიტუტის შემოღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. პროექტის განხორციელების აუცილებლობა მოზარდებში ძალადობის ფაქტების მატებამ განაპირობა, სკოლებში მანდატურების შეყვანა მიზანდ ისახავდა მოსწავლეებში დანაშაულის პრევენციასა და სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 2011 წლიდან მანდატურები მუდმივ გადამზადბას გაივლიან და ამ პროცესში ფსიქოლოგები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. გარდა სკოლებისა, მანდატურები პროფესიულ სკოლეჯებში გადანაწილდებიან. ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, ისინი კერძო სკოლებშიც შევლენ.
ჩატარებული კვლევებისა და სტატისტკური მონაცემების მიხედვით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი), სკოლის მანდატურის ინსტიტუტის დანერგვის შემდეგ სკოლებში გაუმჯობესდა სასწავლო გარემო და შემცირდა ძალადობის ფაქტები, კერძოდ:
- 80%-ით შემცირდა მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები;
- 75%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები;
- 95%-ით აღმოიფხვრა მოსწავლეთა მხრიდან ფულის გამოძალვის ფაქტები;
- 80%-ით შემცირდა მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები;
- 90%-ით შემცირდა საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები;
- პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ,,2010 წელს საჯარო სკოლებში სკოლის მანდატურის ინსტიტუტის ინპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. სკოლის მანდატურები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში, დაუმეგობრდნენ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას ეხმარებიან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში.მანდატურებმა დროულად აღკვეთეს მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები, რითაც მრავალი სერიოზული დანაშაული იქნა თავიდან აცილებული’’.
უმკაცრესი ტესტირებისა და ფსიქოლოგიური შემოწმების შემდეგ სკოლის მანდატურებმა მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიარეს. ამ დროისთვის მანდატურები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, გორის,ზუგდიდის, რუსთავისა და ყვარლის საჯარო სკოლებში მოღვაწეობენ. სკოლის მანდატურის სამსახურში ცხრაასამდე სკოლის მანდატურია დასაქმებული.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი