საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

11.09.2019

როგორ ვებრძოლოთ გაჯეტდამოკიდებულებას და კიბერბულინგს მოზარდებში? - მანდატურის სამსახურმა ახალი მოდული შეიმუშავა

როგორ ვებრძოლოთ გაჯეტდამოკიდებულებას და კიბერბულინგს მოზარდებში? - მანდატურის სამსახურმა ახალი მოდული შეიმუშავა

სსიპ საგანამანთლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით, მოზარდებში გაჯეტდამოკიდებულებასა და კიბერბულინგთან დაკავშირებით, ახალი მოდული შეიმუშავა.

21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა - კიბერბულინგი, რომელიც ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ასევე, ფსიქოლოგების ინტერესის სფეროს წარმოადგენს გაჯეტებზე დამოკიდებულება ბავშვებსა და მოზარდებში, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პრობლემის წარმოქმნის საფუძველი შესაძლოა გახდეს. 

მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული ახალი მოდულით ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები იხელმძღვანელებენ. აღნიშნული მოდული საპილოტე სკოლებში დაინერგება, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.

ახალი მოდულის განსახილველად, დღეს მანდატურის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge