საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

02.10.2019

ევროკავშირის ექსპერტებმა მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს

ევროკავშირის ექსპერტებმა მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს

ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU-ACT) მხარდაჭერით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ევროპელმა ექსპერტებმა, მოტივაციური ინტერვიუირების თემაზე, ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგს პოლონეთის ნარკო-პრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკა და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ქშიშტოფ ოსტაჟევსკი უძღვებოდნენ.

მანდატურის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებში ის მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ ექსპერტებთან და ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge