ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, სასკოლო მედიაციის თემაზე, ბელგიაში ვიზიტით იმყოფებოდა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით, ბელგიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის დროს, გაიმართა შეხვედრები ევროპის აღდგენითი მართლმსაჯულების ფორუმის წევრებთან, ასევე, ლუვენის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან და პრაქტიკოს მედიატორებთან. სასკოლო მედიაციის საკითხების გასაცნობად, ნინო შატბერაშვილი ლუვენში მდებარე დონ ბასკოს სკოლას ეწვია.
სასკოლო მედიაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ ექსპერტებთან. ამჟამად მიმდინარეობს სკოლებში მედიაციის კონცეფციისა და სტანდარტული გეგმის შემუშავება, რომლის მიზანია, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა. აღნიშნული მექანიზმის დანერგვას მანდატურის სამსახური 2020 წლიდან გეგმავს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი