ახალი ამბები
მანდატურის სამსახური და მართლწესრიგის ოფიცრები საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ
საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები, მანდატურები და შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სასკოლო უსაფრთხოების თემაზე, ასევე, ბულინგის პრობლემის თაობაზე ისაუბრეს და ძალადობის სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები განიხილეს. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკაც გააცნეს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრების მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, მსგავსი სახის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მომავალშიც გაგრძელდება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი