ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი შსს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატებს შეხვდა
საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2 თვიანი მოსამზადებელი კურსი დაიწყო. ამ ეტაპზე კურსს, განახლებული მოდულის მიხედვით, მანდატურობის 36 კანდიდატი გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში, ვაკანტურ ადგილებზე გადანაწილდებიან.
მანდატურობის კანდიდატთა ახალ ნაკადს შსს-ს აკადემიაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე შეხვდა, სასწავლო კურსის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ამ დროისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე 560 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. ნოემბრის დასაწყისში მანდატურები სხვადასხვა რეგიონის 15 ახალ საჯარო სკოლაში შევლენ. მიმდინარე წლის ბოლომდე კი, 2 თვიანი მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ, მანდატურის სამსახურის მომსახურებით კიდევ 13 საჯარო სკოლა ისარგებლებს.
მომავალ წელს, წლევანდელი წლის მსგავსად, მანდატურის სამსახური დამატებით კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი