საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

29.10.2019

მანდატურის სამსახურის უფროსი შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატებს შეხვდა

მანდატურის სამსახურის უფროსი შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატებს შეხვდა

საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატებისთვის შსს-ს აკადემიაში 2 თვიანი მოსამზადებელი კურსი დაიწყო. ამ ეტაპზე კურსს, განახლებული მოდულის მიხედვით, მანდატურობის 36 კანდიდატი გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში, ვაკანტურ ადგილებზე გადანაწილდებიან.

მანდატურობის კანდიდატთა ახალ ნაკადს შსს-ს აკადემიაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე შეხვდა, სასწავლო კურსის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ამ დროისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე 560 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. ნოემბრის დასაწყისში მანდატურები სხვადასხვა რეგიონის 15 ახალ საჯარო სკოლაში შევლენ. მიმდინარე წლის ბოლომდე კი, 2 თვიანი მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ, მანდატურის სამსახურის მომსახურებით კიდევ 13 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

მომავალ წელს, წლევანდელი წლის მსგავსად, მანდატურის სამსახური დამატებით კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)