საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

04.11.2019

მანდატურის სამსახური კიდევ 15 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა

მანდატურის სამსახური კიდევ 15 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, მიმდინარე გაფართოების ფარგლებში, საქართველოს რეგიონების 15 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა. 1 ნოემბრიდან მანდატურები წარმოდგენილი იქნებიან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლისა და სოფელ საიმერლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის, ქალაქ ბოლნისის, სოფელ ქვემო ბოლნისის, ქალაქ წალკის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის, ქალაქ ახალქალაქის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლებში.

ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 575 საჯარო სკოლაში. მიმდინარე წლის ბოლომდე, მანდატურები კიდევ 13 საჯარო სკოლაში შევლენ.

2020 წელს მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 130 საჯარო სკოლა ისარგებლებს. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge