ახალი ამბები
მანდატურის სამსახური მშობლებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს მართავს
მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები განაახლეს.
შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს მშობლისა და შვილის ეფექტურ კომუნიკაციას, მათ შორის თანამშრომლური და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას, კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურ გადაწყვეტას, მშობლების მიერ ბავშვის არასასურველი ქცევის მოტივების ობიექტურ შეფასებას, ცვლილებების ხელშეწყობასა და დროულ მხარდაჭერას.
ტრენინგის თემები მოიცავს: აღზრდის ეფექტურ ტექნიკას, ოჯახის დაცვითი მექანიზმების გაძლიერების და პრობლემების დაძლევის სტრატეგიებს, ოჯახური კონფლიქტების გადაწყვეტას, ბავშვის პოზიტიურ ჩართვას ოჯახურ აქტივობებში, ბავშვის ქცევითი და ემოციური პრობლემების გამოცნობასა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ ხერხებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი