ახალი ამბები
12.11.2019
მანდატურის სამსახურში საპილოტე სკოლების პედაგოგთა ტრენინგი მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში, კიბერბულინგისა და მოზარდებში გაჯეტდამოკიდებულების თემაზე, საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგები დაიწყო. ტრენინგებში იმ საპილოტე სკოლების მასწავლებლები მონაწილეობენ, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.
მოზარდებში გაჯეტდამოკიდებულებასა და კიბერბულინგთან დაკავშირებით ახალი მოდული მანდატურის სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი