საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.11.2019

მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში თანასწორობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში თანასწორობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, თანასწორობისა და ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

დისკუსიის მთავარი თემა იყო: „თანასწორობა მოზარდებში: გამოწვევები და პერსპექტივები“.

თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომლისთვისაც ტოლერანტობა და თანასწორობა არის მთავარი ღირებულება და უფლება. ამ მხრივ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოზარდებს შევუქმნათ ჰარმონიული, უსაფრთხო და ზრუნვაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც ეფუძნება პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა ემოციური საჭიროებები, სადაც ყველა თანასწორია და თანაბრად დაცულია ყველას უფლებები“, - აღნიშნა შეხვედრაზე მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ. 

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“, ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციასთან, სიძულვილის ენასა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ“ ფარგლებში, თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ხორციელდება. აღნიშნულ კამპანიაში, სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. 

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge