საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

19.11.2019

თანასწორობის თემაზე ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თანასწორობის თემაზე ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თანასწორობისა და ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანასწორი გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს.

თანასწორობისა და ტოლერანტობის კვირეული ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციასთან, სიძულვილის ენასა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ“ ფარგლებში ხორციელდება და მასში აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge