საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

25.11.2019

ბათუმის საპილოტე სკოლაში ბულინგის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ბათუმის საპილოტე სკოლაში ბულინგის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მანდატურის სამსახურის ბათუმის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები, მანდატურები და შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფსიქოლოგები მოზარდებს ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების შესახებ ესაუბრნენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები განიხილეს. აჭარის პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კი ამ მიმართულებით პოლიციის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ბულინგთან დაკავშირებული ვიდეორგოლი.

ბათუმის მერვე საჯარო სკოლა ერთ-ერთია საქართველოს იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და ბულინგის პრევენციის გრძელვადიან პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროექტი ასევე მოიცავს თანასწორგანმანათლებლობის სისტემის დანერგვას, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.

საპილოტე პროექტის განხორციელება მანდატურის სამსახურმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს საპილოტე სკოლების მთელი პერსონალის გადამზადება ძალადობის, დესტრუქციული ქცევის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მიმართულებით. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge