საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

02.12.2019

მანდატურები საქართველოს რეგიონების კიდევ 13 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება

მანდატურები საქართველოს რეგიონების კიდევ 13 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების 13 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა. დღეიდან მანდატურები წარმოდგენილი იქნებიან: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისისა და სოფელ ძეგვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის, სოფელ ქვეშის, სოფელ პატარა გარეჯვის და სოფელ შავშვების, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის და სოფელ რუსის N3, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლებში.

კონკურსის წესით შერჩეულ მანდატურებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა შსს-ს აკადემიაში 2 თვიანი მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. დღეს გელა გელაძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლაში ახალ მანდატურებთან ერთად მივიდა.

გაფართოების გეგმის თანახმად, 2019 წელს მანდატურის სამსახური უკვე შევიდა 130 ახალ საჯარო სკოლაში. ამ ეტაპზე, მანდატურები წარმოდგენილნი არიან საქართველოს 588 საჯარო სკოლაში. 2020 წელს მანდატურის სამსახური კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge