საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

06.12.2019

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ,  ეკატერინე დგებუაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ სკოლებში ბულინგის პრევენციის საკითხებზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარ მიზანს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ბულინგის წინააღმდეგ განხორციელებული საქმიანობის გაცნობა და ამ მიმართულებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა წარმოადგენდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებულ ინიციატივები და პროექტები განიხილეს და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს, ყველა მხარემ გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის მზაობა. 

არასამთავრობო სექტორთან შეხვედრების მიზანია ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად სისტემური ხედვის ჩამოყალიბება, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge