ახალი ამბები
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებზე სკოლის მასწავლებლების ტრენინგს ატარებს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებზე სკოლის მასწავლებლების გადამზადებას ახორციელებენ. ტრენინგი იმ საპილოტე სკოლებში ტარდება, სადაც მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გადამზადებას თბილისის 48-ე, 138-ე, 85-ე, 162-ე და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების პედაგოგები გადიან.
სკოლის მასწავლებლების გადამზადება ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP Unplugged Program) გამოყენებით მიმდინარეობს. მეთოდი, სახელწოდებით - „ცოცხალი შესრულებით“ წარმოადგენს 12-13 წლის მოზარდებისთვის, სკოლის ფარგლებში განსახორციელებლად განკუთვნილ, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას და ეფუძნება კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს. ეს სრულიად ახალი მეთოდია ამ მიმართულებით, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანაში ერთდროულად, წარმატებით მიმდინარეობს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი